Sunday, March 27, 2016

მეოთხე დღე

       დღევანდელი დღე ძალიან საინტერესო და ინფორმაციული იყო, განვიხილეთ პროექტის შეფასების სქემა რომელიც  5 ძირითად მიზანზე უნდა გადიოდეს, განვიხილეთ საავტორო უფლებებთან დაკავშირებული მთავარი დებულებები და მოთხოვნები, ვისწავლეთ ბლოგის დიზაინის შეცვლა, სურათების და გაჯეტების დამატება  და ვიდეოს ატვირთვა ბლოგზე; დიდი მადლობა ჩვენს ტრენერს;


ისტ-ის გაკვეთილი მე-5 კლასში "ახალი წელი"

Saturday, March 26, 2016

მესამე დღე

მესამე დღე ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის, ყოველთვის მიყვარს ის პროცესი, როცა მე რამის მოფიქრებას და ჩემი შემოქმედებითი მიდგომის დაფიქსირებას მთხოვენ, ამასთან ძალიან საინტერესოა ყოველთვის ჩემი მეგობრების აზრის მოსმენა საინტერესო შეხედულებებზე მსჯელობა აზრის გაზიარება;
 დღეს დავასრულეთ მშობლის ბუკლეტზე მუშაობა, განვიხილეთ ეროვნული სასწავლო გეგმის პორტალი, მოვძებნეთ ჩვენი პროექტისათვის საჭირო მისაღწევი შედეგები; განვიხილეთ ბლუმის ტაქსონომიის და 21-ე საუკუნის ზმნები;
  განვიხილეთ მიმართულების მიმცემი კითხვების შედგენა და სტრატეგიები;
ჯგუფური მუშაობით დავსვით მოცემული პროექტების ზოგადი, თემატური და შინაარსობლივი კითხვები;
  დიდი მადლობა ჩვენს ტრენერს!!

Sunday, March 20, 2016

მეორე დღე

     დღევანდელი დღე საინტერესოდ დაიწყო,  გავიცანი ჩვენი ჯგუფის მონაწილე მასწავლებლები თითეულმა ჩვენთაგანმა წარმოვადგინეთ იმ პროექტის შესახებ მოკლე ანოტაცია, რომლის განხორციელებასაც ჩვენ ვაპირებთ, ყველამ საინტერესო თემა წარმოადგინა განსაკუთრებით ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა თბილისის 202-ე სპეციალური საჭიროების მქონე ბიოლოგიის მასწავლებლის გამოსვლამ;
    შევისწავლეთ ყველა დაინტერესებული პირისთვის მშობლებისთვის, როგორ შევქმნათ ბროშურა ჩვენი პროექტის შესახებ. გავარჩიეთ ტრენინგის დასასრულს ჩვენი პორთფელიოს შეფასების რუბრიკები;
 დიდი მადლობა ტრენერს საინტერესო და საჭირო ტრენინგისთვის.

Saturday, March 19, 2016

პირველი დღე

დღევანდელი დღე ძალიან საინტერესოდ დაიწყო,
 ტრენერმა დაწვრილებით აგვიხსნა  ჩვენი ტრენინგის პროექტებით სწავლების შინარსი რას გავივლით ტრენინგზე რას შევისწავლით. გავეცანით ინტელის სასწავლო პროექტის 21-ე საუკუნის სწავლების უნარ-ჩვევების  სქემას;
გავარჩიეთ სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონი, საინტერესო იყო ჩეკლისტის ნიმუში რომელიც მთელი პროექტის მანძილზე უნდა შევავსოთ. შევქმენით ბლოგი;
 ისე გაიარა 4 საათმა ვერც კი გავიგე ეს ჩვენი ტრენერის დამსახურებაა დიდი მადლობა

ქალბატონო ნინო დღევანდელი საინტერესო დღისთვის!!